აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 26-27 მაისს ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ეწვევა, რათა ღაზის სექტორში ზავის შესრულება ადგილზე შეაფასოს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრნობით სააგენტო Reuters-ი წერს.
მათივე ინფორმაციით, ტურნეს ფარგლებში ბლინკენი ასევე ჩავა ეგვიპტესა და იორდანიაში.
მანამდე ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავდა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის, ისრაელისა და პალესტინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ გამოაქვეყნეს ბლინკენის სრული მარშრუტი.