ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით, განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები უკვე სამი დღეა, რაც განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები და მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადამიანი, რომელიც მრავალგზის არის ნასამართლევი მძიმე დანაშაულებისთვის, ტექნიკურ უნივერსიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ის არის არაერთგზის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე ბრალდებებისთვის, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა არის ამორალური. უკვე სამი დღეა ვშიმშილობთ, რაზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა სამინისტროს მხრიდან. ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ შევხვდეთ მინისტრს და მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ დავით გურგენიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილი დაიწყეს.