კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, სოფელ მეტეხის მკვიდრს ეძებენ. როგორც თანასოფლელები ამბობენ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 50 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი, 3 მცურავი საშუალება და დრონია ჩართული. სოფლის მცხოვრებლებმა და მაშველებმა მისი ძებნა გუშინვე დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ. ძებნის ოპერაცია დღეს დილიდან კვლავ განახლდა.