რუმინეთი „კომენდანტის საათს“ აწესებს და სკოლებს ხურავს

რუმინეთი ორშაბათიდან „კომენდანტის საათს“ აწესებს და ყველა სკოლას ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვები ძალაში ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

რუმინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 276 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.