„მინდა, გავიგო, რას აპირებს გიორგი გახარია, მინდა, გავიგო, მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ მის ქმედებებს მიეცემა შესაბამისი განმარტება.
„ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ