აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) მოსახლეობას მოუწოდებს, სალმონელას ინფექციის აფეთქების ფონზე, თავი შეიკავონ ცოცხალი ფრინველის კოცნისგან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
CDC და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები სალმონელას ინფექციის გავრცელებას მას შემდეგ იკვლევენ, რაც 433 ქვეყანაში 163 ადამიანი დაავადდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციის ყველა შემთხვევა ფრინველთან კონტაქტს უკავშირდება.
"არ აკოცოთ და არ მოეფეროთ ფრინველებს, რადგან ამან შეიძლება თქვენს პირში მიკრობები გაავრცელოს და ავად გახდეთ”, - განაცხადა ჯანმრთელობის სააგენტომ.
სააგენტოს განცხადებით, ნებისმიერ ფრინველს, ისევე როგორც ქათამს და იხვს, შეუძლია სალმონელას მიკრობები გადაიტანოს, მაშინაც კი, თუ ისინი ჯანმრთელად და სუფთად გამოიყურებიან.
ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, დიარეა, კუჭის ტკივილი და პირღებინება.