გერმანია ბრიტანეთიდან ტურისტების მიღებას კრძალავს

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, გერმანია ბრიტანეთიდან ტურისტების მიღებას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, გერმანიამ გაერთიანებულ სამეფოს კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტების გავრცელების ტერიტორიის კლასიფიკაცია მიანიჭა.

23 მაისიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩრდილოეთ ირლანდიიდან გერმანიაში გამგზავრება მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებსა და რეზიდენტობის უფლების მქონე პირებს შეეძლებათ.

გარდა ამისა, გერმანიაში შესვლა შეეძლებათ მათ, ვისაც ექნებათ გადაუდებელი მიზეზი, მაგალითად გარდაეცვალა ოჯახის წევრი, ახლობელი.

ამასთანავე, დიდი ბრიტანეთიდან გერმანიაში შესულმა მოქალაქეებმა ჩასვლისთანავე უნდა გაიარონ 2-კვირიანი კარანტი, მიუხედავად იმისა, ექნეთა თუ არა კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი.