Oxford/Astrazeneca-ს შვედურ-ბრიტანული ვაქცინის 15 000 დოზა ხელმისაწვდომია 32 სამედიცინო დაწესებულების 49 აცრის კაბინეტში, თბილისსა და რეგიონებში. ამის შესახებ WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას.
„თუ ხარ 45 წლის და უფროსი ასაკის, ამ ვაქცინის აცრისთვის დარეგისტრირდი ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკე ნომერზე 1522.რეგისტრაციის ინსტრუქცია შემდეგ ბმულზეა ხელმისავწდომი.
საქართველოში ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პროდუქციით 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ითაც მიმდინარეობს.