"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" აქტივისტები შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქცია-მსვლელობას მართავენ

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" აქტივისტები შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქცია-მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

- გაუქმდეს კომენდანტი საათი

- გაიხსნას საზღვრები

- გაიხსნას ყველა ბიზნესი

- გაუქმდეს ჯარიმები.

აღნიშნული მოთხოვნით, ისინი ეროვნული სტადიონთან შეიკრიბნენ.

როგორც "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, უნდა მოიხსნას "კომენდანტის საათი", ამასთან, ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო არ იყოს.