თბილისში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი იხსენება. დათო დოიაშვილის დასი, ახალ შენობაში, მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
თეატრი დასის სავიზიტო ბარათით "მაკბეტით" გაიხსნება. შემდეგ ვოდევილები "გაყრა" და "შეყრა", ბოლოს კი ახალ თეატრში მაყურებელი პრემიერას - ჩეხოვის "თოლიას" იხილავს.
თეატრი 5 ივნისს გაიხსნება. ახალი დარბაზი 450-მდე მაყურებელს დაიტევს.