საქართველოში აშშ-ის საელჩო 23 მაისს, თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საელჩო თანამშრომლებს მოუწოდებს მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება.
„მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან,“- აღნიშნულია განცხადებაში.
23 მაისს, თბილისში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.