საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის. ინფორმაციას ,,რუსთავი 2" ავრცელებს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებმა არ იციან.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლოა, აღნიშნული შტამი ყველა ქვეყანაში გამოვლინდეს და ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი არ არის.
" შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი, გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.