Rainews-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ იტალიაში საბაგირო კაბინის ჩამოვარდნას სულ მცირე ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ტბა მაჯორეს მახლობლად მოხდა. .
მედიის ინფორმაცით, საბაგიროს კაბინაში 11 მგზავრი იმყოფებოდა. ორი ბავშვი სამაშველო ვერტმფრენით გადაიყვანეს ტურინის საავადმყოფოში. ინციდენტი სავარაუდოდ ბაგირის დაზიანებამ გამოიწვია.