,,ნამახვანჰესის" მოწინააღდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს.

საპროტეტსო აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს დროს იმისთვის, რომ მათ მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხი მიიღონ. სწორედ ამ დრომდე აპირებენ ისინი რესპუბლიკის მოედენაზე დარჩენას.