Sinovac-ის ვაქცინით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი საქართველოში დღეიდან იწყება. ქვეყანაში ამ დროისთვის Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზაა.
Sinovac-ის ვაქცინით აცრისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყო. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სპეციალურ პორტალზე, ასევე ტელეფონის ნომერზე 15 22.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ,Sinovac-ის ვაქცინა,Sinopharm“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა Sinovac-ის“ ვაქცინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, Sinovac-ის ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ.