გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს COVID-19-ის ვაქცინების განაწილების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ტექსტი Unicef-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე გადაუდებელი ზომების გარეშე, მთელ მსოფლიოში ოჯახებს პანდემიის გაუთვალისწინებელი ფასის გადახდა მოუწევს.
G7 სამიტის წინ, გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, COVID19-ის ვაქცინების დოზების გადაჭარბებული დოზების შეძლებისდაგვარად განაწილებისკენ მოუწოდებს.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი 2021 წელს დიდ ბრიტანეთში, 11-13 ივნისს გაიმართება.
დიდმა ბრიტანეთმა წელს სამიტის თავმჯდომარეობა შეერთებული შტატებისგან გადმოიბარა. პრემიერ-მინისტრ ჯონსონის პრესსამსახური იტყობინება, რომ ბრიტანეთი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა კორონავირუსის წინააღდეგ საბრძოლველად, პანდემიის შემდეგ მსოფლიოს აღსადგენად და უფრო პერსპექტიული, მწვანე მომავლის შესაქმნელად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები გააერთიანოს. დიდი შვიდეული არის შვიდი ქვეყნის არაფორმალური გაერთიანება, რომელიც ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.