WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი - COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება.

,,COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება; თუმცა, შესაძლებელია ვიხილოთ ისეთი მომდევნო ვარიანტები, რომლებიც მეტად გადამდები იქნება ან მეტად მძიმე დაავადებას გამოიწვევს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს დახვეწილი დაკვირვების სისტემები აქვთ ახალი ვარიანტების იდენტიფიცირებისათვის, მათ გავრცელებაზე დასაკვირვებლად და სიმძიმის შესაფასებლად", - განაცხადა პიბოდიმ.

COVID19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების საფრთხე და ვაქცინების ეფექტურობა - WHO-ს საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტება