ლატვიის ავიაკომპანია airBaltic-მა ბელარუსის ტერიტორიის გავლით ფრენა შეწყვიტა. ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მიერ Telegram-ის არხ NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის, რამან პრატასევიჩის დაპატიმრების შემდეგ მიიღეს.
თავის მხრივ, კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, თბილისსა და ოდესაში დაგეგმილი რეისების მარშრუტი უკვე შეცვალეს და ის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შესრულდება.