პარლამენტში მარიამ ქვრივიშვილს ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს

"ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა. პარლამენტიდან დეპუტატის წასვლის შემდეგ ქვრივიშვილის პოზიციას სიაში მისი ადგილმონაცვლე, სიის 68-ე წევრი ბაია კვიციანი დაიკავებს.

თავად მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ის ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.