მარია ზახაროვა: შოკისმომგვრელია, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს" უწოდებს

შოკისმომგვრელია, რომ დასავლეთი ბელორუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ ინციდენტს "შოკისმომგვრლად" უწოდებს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი მარია ზახაროვა Facebook-ში წერს.

მისი თქმით, "ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნების” ცხოვრება ტრაექტორიის "quod licet Iovi, non licet bovi" (რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არაა ნებადართული ხარისთვის) გასწვრივ, უკვე კარგა ხანია აღარ არის აქტუალური, რადგან ოდესღაც წამყვანი ლიდერების თვისებები დაკარგეს.

როგორც მან აღნიშნა, შოკისმომგვრელი უნდა იყოს ისიც, რომ აშშ-ის მოთხოვნით ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავს ავსტრიის ტერიტორიაზე დაჯდომა აიძულეს, ხოლო უკრაინაში ბელარუსული თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც „ანტიმაიდანის“ აქტივისტი იმყოფებოდა, აფრენიდან 11 წუთში დასვეს.

"შოკისმომგვრელი უნდა იყოს ყველაფერი ან სხვების ანალოგიური საქციელი არ უნდა გაგდებდეს შოკში. საინფორმაციო-პოლიტიკური კამპანიის გამოყენება მედიასაშუალებებით შესაბამისი აღქმის ფორმირებისთვის სათანადო ეფექტს აღარ იძლევა. ქსელს ახსოვს ძალისმიერი გატაცებისა და თვითმფრინავის იძულების წესით დასმის, უკანონო დაკავების ყველა შემთხვევა, რომელიც „წესებისა და მორალის დამცველებმა“ განახორციელეს", - წერს ზახაროვა.

ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.