"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას თავისუფლების მოედანზე მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერტმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აპირებენ.
"დავიძრათ მეგობრებო და დავკეტოთ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია", - ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილეებს ვარლამ გოლეთიანმა.
მან თანამოქალაქეებს გვერდში დგომისკენ მოუწოდა.
"მეტი ერთობა გჭირდება. გთხოვთ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით დედაქალქის მოსახლეობას, რომ დავდგეთ ერთად ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად. გთხოვთ, ყველანი ჩავებათ ამ ბრძოლაში. გავაგრძელოთ ბრძოლა;
რადგან ჩვენ სცენა რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს და იქ არის ჩვენი კარვები, ბუნებრივია, იმ ადგილს ვერ დავტოვებთ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ; დღეს ჩვენ მიერ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება და არ გაიხსნება. ამავდროულად ახლოს ვიქნებით იმ ძირითადად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი. იქ ყველაფერი იქამდე გადაიკეტება, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და 26 მაისს, დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, მთელი დედაქალაქი ჩვენს გვერდით დადგება... ესაა მთელი ქვეყნის პრობლემა და ესაა თითოეული ჩვენგანის ბრძოლა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
როგორც გოლეთეანმა აღნიშნა, ისინი აპირებენ მეტროს მიმდებარე ტერიტორიას გადაკეტავენ.