ლიეტუვამ ​იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ

ლიეტუვის მთავრობამ იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ. ამის შესახენ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება "თვითმფრინავის გატაცების ოპერაციის" საპასუხოდ მიიღეს.

გარდა შემოსვლისა, ლიეტუვის აეროპორტებიდან იმ თვითმფრინავებსაც აეკრძალა გაფრენა, რომლებსაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აქვთ დაგეგმილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 25 მაისს, UTC 00:00 საათზე (ვილნიუსის დროით 03:00 საათზე) შევა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიბაძონ მას.

ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.