Euronews-ის ინფორმაციით, ესპანეთში დაიწყო COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში უსახლკარო მოსახლეობას აცრიან.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 30 000-მდე უსახლკარო უნდა აიცრას.
ვაქცინა უკვე 300-მდე უსახლკაროთა საცხოვრებელს მიეწოდა. საკმაოდ დიდი მოთხოვნა და რიგი იყო ვაქცინაზე სან ისიდროს ცენტრში.
"ძალიან მიხარია, რომ დღეს ვაქცინა გავიკეთე, მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას და ყველა იმ ექიმს, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს" - აღნიშნა ერთ-ერთმა უსახლკარომ, 67 წლის ანგელა ალფონსამ.
ამ პროგრამას უსახლკარო მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა საკმაოდ შეამსუბუქა, რადგან მათთვის თავისთავად ჰიგიენის ნორმების დაცვა და ნიღბის ტარება ძალიან რთული იყო.
ცნობისთვის, ესპანეთის მოსახლეობის 20% კოვიდის მიმართ უკვე სრულიად იმუნიზირებულია, 90 პროცენტს კი პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს.