თეთრი სახლი: ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან მუდმივ შევიწროებასა და ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებას

თეთრი სახლი ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას ეხმაურება.

"ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან მუდმივ შევიწროებას და ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებას, უბრალოდ მათი საქმის შესრულებისთვის", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ეს იყო "შოკისმომგვრელი ქმედება".

"ეს წარმოადგენს რეჟიმის მიერ საერთაშორისო თავისუფლებისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შეურაცხყოფას. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, საერთაშორისო, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ინციდენტის შესახებ", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.