ევროკავშირის ელჩი „ნამახვანჰესზე“: მოვუწოდებ დიალოგის დაწყების და პლატფორმის შექმნისკენ, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე საუბრისას დიალოგის დაწყებისკენ და პლატფორმის შექმნისკენ მოუწოდებს, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა.

„მოვუწოდებ დიალოგის დაწყების, პლატფორმის შექმნისკენ, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა, რადგან ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშრებით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და საფუძვლიანი შეფასება, თუ რა დგას საფრთხის წინაშე.

ასევე, მივესალმები და მხარს ვუჭერ ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც მჯერა, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად შეფასდა. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი ინკლუზიური გზით წასვლისკენ“, - განაცხადა კარლა ჰარცელმა.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.