ევროკომისიის პრეზიდენტი Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებაზე: ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ლიდერები განიხილავენ დამატებით სანქციებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებას Twitter- ში გამოემხაურა.

მისი თქმით, ევროკომისიაში "ყურადღებას გაამახვილებენ ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის მიუღებელ გატაცებაზე".

"ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ლიდერები განიხილავენ დამატებითი სანქციების ვარიანტებს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტი განმარტავს, რა ტიპის სანქციები მოჰყვება ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებას და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრებას.

"სანქციები შეეხება თვითმფრინავის გატაცებაში ჩართულ პირებს, რეჟიმის დამფინანსებელ ბიზნესკომპანიებს, ავიაციის სექტორს. გავაგრძელებთ რეჟიმზე ზეწოლას იქამდე, ვიდრე ის არ სცემს პატივს მედიის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.