ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, უკრაინასა და ბელორუსს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოამზადოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა მოამზადოს გადაწყვეტილება უკრაინასა და ბელორუსს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ.

როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი , ენერგეტიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და პრეზიდენტის აპარატის უფროსების მოადგილეები.

მხარეებმა გაანალიზეს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებული მოვლენები, რომელიც 23 მაისს იძულებული გახდა დაეშვა მინსკის აეროპორტში.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას შემუშავებულიყო გადაწყვეტილება უკრაინისა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტისა და ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.