აშშ-ში ვაქცინაციისთვის განკუთვნილ ლოკაციას მოქალაქეები საფოტსო კოდის გაგზავნით შეარჩევენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ COVID19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ისეთი მარტივია, როგორც არასდროს.
„აკრიფეთ საფოსტო კოდი და გაგზავნეთ ნომერზე, რათა იპოვოთ უახლოესი ლოკაცია და გაიკეთოთ ვაქცინა დღესვე“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 39.79% (130,615,797) სრულად არის ვაქცინირებული აშშ-ში.
დაფიქსირდა 12,853 ახალი შემთხვევა. 190 გარდაიცვალა.
რეკორდული - 300,310 შემთხვევა იყო 2 იანვარს, გარდაცვალების - 12 იანვარს, 4,475