ავსტრალიის კუინზლენდის შტატში, ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ენერგოკომპანიები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად მუშაობენ.
დაახლოებით 250,000 მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, მაგრამ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ელექტროენერგია“, - განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ABC.-ს.