ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 354 ადამიანს დაუდასტურდა, 821 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 052 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 404 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 337 961 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 319 956, გარდაიცვალა 4 639 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.05%.
ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან, 669 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 114, იმერეთი - 184, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 43, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 56, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 13 858, საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 199, აჭარაში - 454, იმერეთში - 538.
მძიმე პაციენტი: 892, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 105, იმერეთში -165.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 227, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 14, იმერეთში - 16.
673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 - თბილისში, 281- აჭარაში. 9 091 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 759 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 998 პირი, აჭარაში - 1 916, იმერეთში - 1 707.