საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან ხსნის.
ეს გადაწყვეტილება შეეხებათ მათ, ვინც ვაქცინაციის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ დოკუმენტს წარადგენს.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
„პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტი. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრეთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებსაც“, - უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანდა, იაპონია, ქუეითი, ჩინეთი, სმხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.