კვების ობიექტებს საშუალება ექნებათ სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილაბა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"გასულ კვირას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქნებინა კვების ობიექტებთან მიმართებით შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები. კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ საშუალება, მთელი საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას სტუმრები მიიღონ მხოლოდ ღია სივრცეში.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.