აზერბაიჯანში, გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

აზერბაიჯანში გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება 31 მაისიდან იხსნება.

31 მაისიდან ასევე აღდგება ტრანსპორტის გადაადგილება აზერბაიჯანის რეგიონებს შორის. 10 ივნისიდან კი დიდი სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები გაიხსნება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 8.51%. (852,593)

დაფიქსირდა 156 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7.