ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარე ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ეს აქტივობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

როგორც ცნობილია, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კანადაში, ნიაგარის ჩანჩქერი.