ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტსა და სახელმწიფ მდივანს მხარდაჭერსთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, ისრაელი მძლავრ პასუხს გასცემს ამას.

„განვიხილეთ, როგორ გავაუმჯობესოთ ღაზაში პალესტინელების ცხოვრება, მათ შორის ჩვენი ორი სამხედროს ცხედრის დაბრუნება. რაც შეეხება პალესტინელებთან მშვიდობას, პრეზიდენტი ბაიდენი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ მშვიდობა არ დადგება, ვიდრე ისრაელს დამოუკიდებელ ებრაელურ სახელმწიფოდ არ აღიარებენ. ეს კონფლიქტის გადაჭრის გასაღებია“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, თავისი თავი დაიცვას.

ბლინკენის თქმითვე, თეთრი სახლი ლიდერმა ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა მას რამდენიმე მიზეზის გამო სთხოვა.

,,პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა დღეს აქ ჩამოსვლა ოთხი მიზეზის გამო.

პირველი, იმის დემონსტრირებაა, რომ ამერიკის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი, დაიწყონ მუშაობა მეტი სტაბილურობისკენ და დაძაბულობის შესამცირებლად დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში; ღაზას გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მხარდაჭერა პალესტინელი ხალხის სასარგებლოდ და გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების აღდგენა პალესტინის ხალხთან და პალესტინის ხელისუფლებასთან”, - განაცხადა ბლინკენმა.

პრესკონფერენციის დაწყებამდე გამართულ დახურულ შეხვედრაზე პრემიერ მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა განიხილეს ირანის საკითხიც.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თელ-ავივში ჩავიდა.