Moderna-ს ვაქცინა მოზარდებშიც ეფექტურია - კვლევა

The Washington Post-ის ინფორმაციით, ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია მოზარდებში ვირუსის პრევენციისთვის და აპირებენ, რომ მონაცემები აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინონ.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ ავტორიზაციას მიიღებენ, ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 12 წლის მოზარდებისათვის.

CNN-ი კი წერს, რომ გამოკვლევების მე-2 ფაზაში, რომელშიც 12-17 წლამდე ასაკის 3 732 ბავშვი მონაწილეობდა, სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ვაქცინამ იმუნური პასუხი გამოიმუშავა.

ამასთან, პირველადი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ არცერთი ბავშვი,რომელმაც Moderna-ს ვაქცინა მიიღო, მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ კორონავირუსით არ დაავადდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია Pfizer-BioNTech– ით მაისიდან გახდა ნებადართული.