აშშ-ში იანვრიდან-აპრილის ჩათვლით სრულად ვაქცინირებული მოსახლეობიდან მხოლოდ 0.01% დაინფიცირდა - კვლევა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, იანვრიდან-აპრილის ჩათვლით Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი მოსახლეობიდან 0.01% დაინფიცირდა ვირუსით.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში დოკუმენტირებულია, რომ 101 მილიონ სრულად ვაცინირებულ მოსახლეობაში ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო.

კვლევის პერიოდში პირველი იანვრიდან 30 აპრილამდე სულ 10 262 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა Pfizer, Moderna ან Johnson & Johnson&ndash- ის ვაქცინის ორივე დოზის გაკეთებიდან 14 ან მეტის დღის განმავლობაში.

ამ შემთხვევებიდან 6 446 ანუ 63% ქალებში დაფიქსირდა, ხოლო პაციენტის საშუალო ასაკი იყო 58 წელი.

კვლევის მიხედვით, საერთო რაოდენობიდან 27% ასიმპტომური იყო, 7% საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო გარდაცვლილთა მაჩვენებელმა მხოლოდ 1% შეადგინა - 132 ინფიცირებული.