საფრანგეთის პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა ,,ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში განახლდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოთქვამს სურვილს, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა ,,ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში განახლდეს. ამის შესახებ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ წერილში აღნიშნავს.

,,გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა.

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია წერილში.