ირაკლი ღარიბაშვილი: 26 მაისი ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია, გვეამაყება და გვაერთიანებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღე, რომელიც, ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია. დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში.