ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. თეთრი სახლის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„აშშ-ის მთავრობის სახელით ვულოცავ ქართველს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში, უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და სრულფასოვანი, ფუნქციონალური პარლამენტის შექმნის მიმართულებით. ჩვენ განვაგარძობთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ისევე როგორც მის ძალისხმევას, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე წინსვლისკენ, კოვიდპანდემიის გავლენის პირობებში. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს.
ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებაში, ვაფასებთ საქართველოს წვლილს NATO-ს ავღანეთის მისიაში. პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც თავი გასწირეს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას“, - ნათქვამია ბლინკენის წერილში.