როგორ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყანაში - ფოტოკოლაჟი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, სხვადასხვა ქვეყანაში რიგი ღონისძიებებით აღინიშნება. საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით იმართება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.

ბრაზილიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავის პატივსაცემად ქართული დროშის ფერებითა და ეროვნული სიმბოლიკით განათდა წმინდა პავლეს ქალაქის მთავარ გამზირზე, „ავენიდა პაულისტაზე“ მდებარე განთქმული ცათამბჯენი - FIESP-ის შენობა.

26 მაისთან დაკავშირებით, უკრაინაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდა კიევის მერია.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო კაუნასში ძველი მერიის შენობა (რატუშა) და ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი.

პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ.ვროცლავის სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ღონისძიების ფარგლებში ასევე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. პოლონეთი პირველი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუსტად 12სთ -ზე მიულოცა.

21 მაისიდან 30 მაისამდე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდება. მადრიდის მთავრ მოედანზე - „Plaza Mayor“-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია "Georgia"-ს წარმოდგენა გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა.

მინკსის ცენტრში სავაჭრო ცენტრის მონიტორზე ტრიალებს საქართველოს საიმიჯო რგოლი.