აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და NATO-ს მოკავშირეთა ევროპის უმაღლესი მთავარსარდლის გენერალ ტოდ უოლტერსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
,,გილოცავთ დამოუკიდებლობის 103 წლისთავს. საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური თავდაცვის საქმეში, მათ შორის NATO-ს ჯარების მხარდამხარ ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობა და ტაქტიკური წვრთნების მასპინძლობა კავშირისათვის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ცხადად წარმოაჩენს.აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ერთგულად განაგრძობს საქართველოს თავსებადობის გაძლიერებას ევროპაში სამხედრო ურთიერთობების გამტკიცების კვალდაკვალ.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!", - აღნიშნულია განცხადებაში.