"უფრო ძლიერი და უსაფრთხო საქართველო ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ევროპას", - ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს Twitter-ზე ულოცავს.
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
ყოველთვის შეგიძლიათ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ლიეტუვის სრული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. უფრო ძლიერი და უსაფრთხო საქართველო ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ევროპას", - წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი.
დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.