228 წლიან ისტორიაში პირველად, ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მარკონის გადაწყვეტილებით, 228 წლიან ისტორიაში პირველად, ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

ამჟამინდელ დირექტორს, ჟან-ლუკ მარტინესს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2013 წლიდან იკავებს, 54 წლის ლორანს დე კარი შეცვლის. რომელიც დ'ორსეს მუზეუმსა და მის ფილიალს, ორანჟერის მუზეუმს ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლორანს დე კარი მუშაობას 1-ლი სექტემბრიდან შეძლებს.