FDA-მ 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთა სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ FDA 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთა სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.

მედიკამენტი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ არიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ.

კვლევების მიხედვითმ „სოტროვიმაბი“ ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამების წინააღმდეგაც.