ჯინ შაჰინი: აშშ რჩება საქართველოს მხარდამჭერ პარტნიორად და ქართველი ხალხის გვერდით დგას

აშშ რჩება საქართველოს მხარდამჭერ პარტნიორად და ქართველი ხალხის გვერდით დგას, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვაში აღნიშნავს.

"საქართველო დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. რამდენადაც საქართველო განაგრძობს მისი დემოკრატიის გაძლიერებას, აშშ რჩება მხარდამჭერ პარტნიორად და ქართველი ხალხის გვერდით დგას, რადგან ისინი მუშაობენ ნათელი მომავლისა და უფრო რეაგირებადი, გამჭვირვალე ხელისუფლებისთვის",- წერს სენატორი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.