ოპოზიცია თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ხელახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ივანიშვილს დრო 20:00სთ-მდე აქვს.

აქცია, რომელიც 31 ოქტომბრის ბოიკოტს უკავშირდება, ოპოზიციის ლიდერების გამოსვლებით მიმდინარეობს.

საქართველოს ექს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უცხოელ პარტნიორებს მოუწოდეს, რუსთაველზე მდგარი ხალხის გვერდით დადგნენ.

“მინდა, მივმართო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - მადლობა თანადგომისთვის და მინდა, ერთი რამ გითხრათ, მე ვიცნობ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ერს, თქვენც იცნობთ, მაგრამ, ალბათ, მე უკეთესად ვიცნობ. ეს იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება და როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა, რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს. დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით", - განაცხადა მარგველაშვილმა.