თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი გაძვირდა

თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი 8 თეთრამდე გაძვირდა. გადაწყვეტილება სემეკმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მანამდე სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ახალმა ტარიფმა კომპანიისთვის მიმდგარი ფინანსური ზარალი უნდა დააკომპენსიროს.

„მთავარი საკითხი, რის გამოც კომპანია ტარიფის შეცვლას ითხოვს, არის მათ კომპანიაში დაროვილი ზარალი, ვინაიდან თავის დროზე დადგენილი ტარიფის დროს გაცვლითი კურსი დოლართან 2.97 იყო, რაც შემდგომ გაიზარდა ეს გახდა მათი ზარალის უმთავრესი საფუძველი. ისინი გაზს უფრო ძვირად ყიდულობენ, ვიდრე ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფით ხდება მოსახლეობისთვის მიწოდება. შედეგად კომპანია ხდება ვალაუვალი, ამის გამო კი მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტარიფების გადახედვა“, - აღნიშნა ნარმანიამ.