უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ენერგო და საზოგადოებრივი რესურსების მარეგულირებელმა მიიღო.

არნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი ევროპული ელექტროსისტემის, ENTSO-E-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გახდა.

როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა.

27 მაისის მდგომაროებით, უკრაინა რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე მოთხოვნას უკვე აღარ აყენებს.

უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.