"პირბადე Covid-19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა", - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა.
„მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე - კი," - განაცხადა რობერტ რედფილდმა.
მან მოქალაქეებს პასუხისმგებლობის გამოჩენისა და პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში Covid-19–ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–ში დაინფიცირდა და გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 945 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000 000–ზე მეტი ადამიანი, 21 809 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.